მოსწავლეები გაიცნობენ სხვა რაიონის ,რეგიონისა თუ ქვეყნის მოსწავლეებს განუვითარდებათ სოციო-კულტურული უნარჩვევები,ინტრა და ინტერ პერსონალური ინტელექტი, მოახდენენ საკუთარი ინტერესების რეალიზებას, გამოხატავენ თავისუფლად საკუთარ აზრს პროექტში აღნიშნული თემებისადმი, რაც ხელს შეუწყობს როგორც ინდივიდუალურ , წყვილებში თუ ჯგუფური მუშაობის ფორმების განვითარებას .
აღნიშნული პროექტი წარიმართება ინგლისურ ენაზე რაც უზრუნველჰყოფს მოსწავლეთა ენობრივი უნარების განვითარებას- ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე და მათ სახელმძღვანელოში აღნიშნული თემების ინტეგრირებით ყოველდღიურ რეალობასთან -რაც მოსწავლისათვის მოტივაციის მიმცემი იქნება და უფრო სახალისოს გახდის სწავლის პროცესს, იგრძნობს რა მისი აზრი აინტერესებს საზოგადოებას და მიღებულ ცოდნას რეალიზებას უკეთებს.
მოხდება მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება ასევე ოცდამეერთე საკუნის უნარების გააქტიურება გამოიყენებენ ტექნოლოგიებს კომპიუტერს, ფოტო, ვიდეო, აუდიო ხელსაწყოებს - შექმნიან ჩანახატებს, მინი ვიდეო ჩანაწერებს, პრეზენტაციებს......
სამუშაო პროცესი : ყოველ თვეში დაიდება თემა/ თემები პროექტში მონაწილე ასაკობრივი ჯგუფების უნარების შესაბამისად.
შედეგები: მოსწავლეები დაამყარებენ ურთიერთობას სხვა სკოლების მოსწავლეებთან, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მოხდება მინი პრეზენტაციები მიღებული ინფორმაციისა იმ თანატოლებთან რომლებიც არ მონაწილეობენ პროექტში.
No comments:
Post a Comment